RSS

Tag Archives: ყნოსვა

ტექნოლოგია ადამინის 5 გრძნობას შეითავსებს

   რაც უფრო ვითარდება ადამიანი, მით მეტად იხვეწება ტექნოლოგია. დახვეწილი ტექნოლოგია კი ისევ და ისევ ადამიანს განავითარებას უწყობს ხელს. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა, რომელსაც მივყავართ მომავალში. იქ სადაც ჩვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს და გახდეს უკეთესი.

  ალბათ 5 ან 10 წლის წინ ძნელად წარმოსადგენი იყო ის ტექნიკა, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ. მაშინ შეიძლება არა, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია წინ, მომავალში გავიხედოთ და დავინახოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება ახალ და განვითარებულ ტექნოლოგიასთან მიმართებაში.

  თუ კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციას მსოფლიოში – IBM-ს დავუჯერებთ, 5 წელიწადში ტექნოლოგია ადამიანის 5 გრძნობას შეითავსებს.

მაშ ასე 5 წელში :

IBM5x5 Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , , ,

სინესთეზია – ნიჭი თუ სიგიჟე ? ? ?

  სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კი ყველა თვეს საკუთარი ფერი აქვს და ეს ორი ერთმანეთისგან განუყოფელია.

 არსებობს მრავალი სახის სინესთეზია:

– დამწერლობა + ფერი – ყოველ ასოსთან რომელიმე  ფერი ასოცირება;
– მუსიკა+ ფერი – ყოველ ბგერაზე სხვადასხვა ფერი;
– ციფრული სინესთეზია – ყოველი ციფრი, კვირის დღე, რიცხვი ან თვე იწვევს ფერის ასოციაციას;
– ლექსიკა + გემო –  სინესთეზიის საკმაოდ იშვიათი ტიპი, რომლის დროსაც სიტყვის, კითხვის ან ფიქრისას პირის ღრუში სხვადასხვა გემო ჩნდება;
– პერსონიფიკაცია – ამ ტიპის სინესთეზიისას ასოები, თვეები, კვირის დღეები , ციფრები ასოცირდებიან გარკვეულ თვისებასთან;

Image Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on March 26, 2013 in საინტერესო

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,