RSS

Category Archives: ისტორია

აცტეკები: იმპერიის აღზევება და დაცემა

 აცტეკები მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დაარსეს ქალაქი ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო).  1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივი ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ. ითვლება, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და ლაპარაკობდნენ ნახუან ან ნახუატლ ენაზე. ეს ენა მიეკუთვნება უტო-აცტეკიან სალაპარაკო ჯგუფს. ის წააგავს პიმანის და შოშონების ენას დასავლეთ ამერიკიდან. მათი ლეგენდების თანახმად აცტეკები ეს არის მომთაბარე ტომი, რომელიც ოცნებობდა მიწაზე. როდესაც ისინი მეხიკოს ხეობაში შევიდნენ, მათ დაიპყრეს იქ მცხოვრები ხალხი და დაახლოებით 1325 წელს დაარსეს ტენოჩტიტლანი — დღევანდელი მეხიკო. აქ ისინი დასახლდნენ და სხვა ტომების დასაპყრობად გაეშურნენ. მალე ტენოხის აცტეკებმა შექმნეს აცტეკების კონფედერაცია და გახდნენ მასში დომინანტები. აცტეკები თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, როცა ისინი ესპანელებმა დაიპყრეს.

2013-03-27_202946 Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on მარტი 27, 2013 in ისტორია, საინტერესო

 

ტეგები: , , , , , , , , ,