RSS

ამერიკული სერიალების 20 საუკეთესო ოფენინგი

30 Apr

   მართალია თანამედროვე ტენდენციის მიხედვით ტელე შოუებს ხშირად შესავალ ინტროებს აღარ უკეთებენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს ის სერიალები რომლებსაც ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი ოფენინგები ჰქონდა.

    წარმოგიდგენთ 20 ამერიკულ სერიალს, რომლებსაც ჩემი აზრით საუკეთესო ოფენინგ ინტროები აქვს.

maxresdefault

20. Siberia – NBC-ის დაბალბიუჯეტიანი და შეწყვეტილი სერიალი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ოფენინგი აქვს. იმის გარდა რომ ინტრო პერსონაჟებს გვაცნობს, საკმაოდ კარგი მუსიკაც ადევს და გარკვეულწილად ჰინთებსაც გვთავაზობს სერიალის ფლოთის შესახებ.  

19. The 100 – პირველი სეზონისგან განსხვავებით, შოუმ მე-2 სეზონში ოფენინგი მიიღო და საკმაოდ კარგიც. ის რაღაცით Game of Thrones-ისას ჰგავს – წინასწარ ეპიზოდის ლოქეიშენებს გვაცნობს, თუმცა ზემოთ აღნიშნული სერიალის ინტროსგან გრაფიკით სრულიად განსხვავდება. 

18. The Walking Dead – შოუში მოქმედების ადგილის შეცვლასთან ერთად, ოფენინგ ინტროც იცვლება. საინტერესოა მე-6 სეზონში ალექსანდრიის კადრებსაც თუ ვიხილავთ.  

17. Desperate Housewives – საკმაოდ ორიგინალური ოფენინგია. 

16.  4400 – ძალიან ლამაზი კადრები და მუსიკაა შერჩეული.

15. Six Feet Under – ჩემი უსაყვარლესი შოუ. როგორც სერიალი, ისევე მისი ინტროც ჯეროვნადაა  სიკვდილით გაზავებული.  

14. ER – საკულტო მედიქალ დრამას ოფენინგ ინტრო.

13. Fringe – ძალიან კარგი მუსიკითა და ლამაზი კომპიუტერული გრაფიკითაა გაფორმებული. სხვადასხვა სეზონებში, თაიმლაინების ცვლილების, წარსულის, მომავლის და ობზერვერების დაპყრობის დროს ოფენინგი იცვლებოდა. 

12. Baywatch – სიმღერა რომელიც ზეპირად ვიცოდი😀  

11. La Femme Nikita – წმინდა ძველი სტილის ოფენინგი. სწორედ ნიკიტას მერე მთელი ბავშვობა საიდუმლო აგენტობა მინდოდა😀

10. Game of Thrones – ოფენინგი ყოველ ეპიზოდში იცვლება და სერიაში ნაჩვენებ ლოქეიშენებს რუკაზე გვაჩვენებს.  

9. The X-Files – საკულტო სერიალის ოფენინგი საკმაოდ მისტიური და დასამახსოვრებელი მუსიკით.The Truth Is Out There”

8. Dexter – დექსტერის ყოველდღიური რუტინა და რეფერენსები მკვლელობებზე.

7. American Horror Story – ვინაიდან შოუს ყოველი სეზონი სხვადასხვა ისტორიაა, ოფენინგებიც იცვლება. ჩემი აზრით კი მე-4 სეზონს – Freak Show – ს საუკეთესო ინტრო ჰქონდა.

6. The Leftovers – ოფენინგში სერიალის მთავარი მოვლენა – მისტიკური გაუჩინარებები ბიბლიურ ჭრილშია წარმოდგენილი.

5. Da Vinci’s Demons – ორივე სეზონის ინტრო ერთ სტილშია გადაწყვეტილი, განსხვავებაკი მხოლოდ სეზონის ფლოთის მინიშნებებშია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ვიზუალურად მე-2 სეზონის ოფენინგი უფრო ლამაზია.

4. The Newsroom –  პირველი სეზონის ოფენინგი თუ უფრო ტელევიზიის ისტორიას ეხება, მე-2 და მე-3 სეზონისები უფრო თანამედროვე მედიას აღწერს. ვფიქრობ უკანასკენელი ვიზუალურად ძალიან ლამაზადაა გაკეთებული და კარგად წარმოსახავს თანამედროვე მასმედიას.

3. True Detective – ძალიან მაგარ სოუნდტრეკს +  ლუიზიანას ულამაზესი და მისტიკური კადრები.

2. True Blood – ზემოთ ხსენებული შოუს მსგავსად ოფენინგი მოიცავს საკმაოდ კარგ საუნდტრეკს + ლუიზიანას ყოველდღიუბასა და იქ გამეფებულ სხვადასხვა რელიგიური თავისებურებებს.

1. Penny Dreadful – უბრალოდ ძალიან ხარისხიანად და ლამაზად გაკეთებული ოფენინგ ინტრო.

 
 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: