RSS

Lost შესაძლოა დაბრუნდეს !!!

05 Oct

lost1280jpg-e319f4_1280w

  როგორც Lost-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ქარლთონ ქიუზმა DigitalSpy-სთან ინტერვიუში განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ სერიალი დაბრუნდება.

ქარლთონ ქიუზი: სერიალს დისნეი ფლობს, რომელსაც პროექტმა უდიდესი შემოსავალი მოუტანა და ძნელი წარმოსადგენია რომ მას აღარასოდეს შეეხოს. მე და დეიმონ ლინდელოფმა ამ სამყაროს ჩვენეული ისტორია მოვყევით. სრულიათ შესაძლებელია ვინმე ჩვენი ნაშრომის ინსპირაციით და მისეული თვალთახედვით კუნძლს დაუბრუნდეს და ახალი ისტორია შექმნას.

  მისივე განცხადებით კუნძულის სიტუაცია ნარნიას წიგნებს შეგვიძლია შევადაროთ. იგი 7 წიგნისაგან შედგება და თითოეული მათგანი ნარნიას სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს. მასში იცვლება დრო, გარემოებები და პერსონაჟები.

ქარლთონ ქიუზი: ვფიქრობ ეს გარდაუვალია. ვიღაც აუცილებლად მიუბრუნდება მას. არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ Lost-თან მომავალში არ დაბრუნება წარმოუდგენლად მეჩვენება.

  ამჟამად Lost-ის ორივე პროდიუსერი სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. ქარლთონ ქიუზი ტელეარხ A&E-ზე სერიალ Bates Motel-ს ქმნის, რომელიც ცნობილი ფილმის Psycho-ს ფრიქველია. ის ასევე იმავე არხისათვის ფრანგული სერიალის Les Revenantის  ამერიკულ ვერსიას The Returned-ს ამზადებს, რომელიც ეთერში 2015 წელს გავა. რაც შეეხება დეიმონ ლინდელოფს, მან  Star Trek Into Darkness-ის შემდეგ სერიალი The Leftovers შემოგვთავაზა, რომელმაც HBO-ზე სულ ცოტა ხნის წინ პირველი სეზონი დაასრულა.

 
%(count)s კომენტარი

Posted by on October 5, 2014 in TV Show

 

ტეგები: , , , ,

One response to “Lost შესაძლოა დაბრუნდეს !!!

  1. Godric Gallagher

    October 5, 2014 at 2:41 pm

    epic!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: