RSS

Previously on Lost

22 Sep

us-drama-lost

 Previously on Lost ეს სწორედ ის სიტყვებია რომელიც ლოსთის ყოველ ეპიზოდს წინ უძღვოდა და დილთ ადრე გადმოწერილი ეპიზოდის ყურებისას გასაოცარ აღელვებას მანიჭებდა. დღეს Lost – ის დაბადების დღეა.

   ზუსტად 10 წლის წინ – 22 სექტემბერს ტელეკომპანია ABC-ზე  სერიალის პილოტი ეთერში გავიდა და იგივე დღეს Oceanic 815 კუნძულზე ჩამოვარდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ლოსტომანია და გაგიჟებაც შემდგომ უკვე დანარჩენ  ამერიკულ სერიალებსა და სპოილერებზე. შოუმ შეიძლება ითქვას ჭკუაზე შემშალა (თუმცა ჰარლის დონემდე ალბათ მაინც  არ მივსულვარ😀 ). ამის დასადასტურებლად გეტყვით რომ მქონდა პატარა ბლოკნოტი რომელსაც  მარკერით ყდაზე 4 8 15 16 23 42  დავაწერე და სწორედ იქ მოვუყარე თავი უამრავ თეორიასა და სხვადასხვა პერსონაჟებს შორის კავშირებს. ლოსთი ჩემ იდეაფიქსად იქცა, შემიპყრო და სხვა რამეზე ფიქრი დიდი ძალდატანების შედეგად თუ გამომდიოდა. როგორც უკვე აღვნიშნე სწორედ ეს იყო კატალიზატორი ჩემი სპოილერებისადმი დამოკიდებულებისა. საათობით შემეძლო ინტერნეტში მომავალი ეპიზოდის სპოილერები და დეტალები მეძებნა. შედეგად უამრავი უცხოელი ფანი თუ ჟურნალისტი გავიცანი, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ქასთს და გადამღებ ჯგუფს არ ასვენებდნენ და გაუდმებით უთვალთვალებდნენ. ამ კარგ ადამიანებთან დღესაც მაქვს კონტაქტი და ხშირად ვიხსენებთ იმ დროს და სპოილერების დევნას.  და აჰა დღეს უკვე სპოილერების მეფედაც კი მომიხსენიებენ😀 მეფობაზე დავწერე და როგორ შეიძლება Forum.ge დავივიწყო. ჩემი 5 წლიანი მოღვაწეობაც ამ ფორუმზე ლოსთით დაიწყო და ნიკი ჩარლიც სერიალის პერსონაჟის მიხედვით ავირჩიე. თუმცა ჩარლი ჩემი ფავორიტი პერსონაჟი არასოდეს ყოფილა. საყვარელი პერსონაჟი სოიერი იყო. + ჰარლი და ანა ლუსია.

  დღესაც მახსოვს ის ემოცია რომელსაც ყოველი ეპიზოდის ყურებისას განვიცდიდი. თუმცა კი უემოციო ადამიანად ვითვლები, მაგრამ ეპიზოდის მიმდინარეობისას ამას ვერავინ იტყოდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 2009 წლის 15 აგვისტო. დღეს როდესაც გავიგე რომ მე-6 და ფინალური სეზონის პრემიერა 2 თებერვალს იქნებოდა. შესაბამისად ეპიზოდის ყურება ჩვენთვის 3 თებერვალს გახდებოდა შესაძლებელი. ეს ალბათ ყველაზე დიდი დაბადების დღის საჩუქარი იყო რაც კი ოდესმე მახსენდება.

   Lost – ეს იყო ეპოქა. ფილოსოფია.  6 წლიანი შესანიშნავი პერიოდი, რომელმაც დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემზე იმოქმედა მთელი თავისი  ძალით. მან მე შემცვალა, სხვა მიმართულებით ჩამომაყალიბა.  მაქცია იმად ვინც დღეს ვარ.

  თავად სერიალი უდიდესი მოვლენა იყო ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში. მან ძირეულად შეცვალა იქამდე დამკვიდრებული ხედვა ამ მხრივ, ახალ მიმართულებებს ჩაუყარა საფუძველი. სერიალის ავტორები და მასზე მომუშავე გენიალური სცენარისტები კი დღესაც შესანიშნავ და ღირებულ პროდუქციას ქმნიან სხვადასხვა ტელე არხისათვის. ჩემთვის კი ცხადია Lost ის სერიალია, რომლის გვერდით ვერასდროს სხვას ვერაფერს დავაყენებ.

 Lost-ის ძალან მაგარი თრიბიუთი

 
%(count)s კომენტარი

Posted by on September 22, 2014 in TV Show

 

ტეგები: , , ,

One response to “Previously on Lost

  1. noodls

    January 5, 2015 at 8:07 pm

    /?da ra moxda bolos mainc rogor aixsna yvelaperi

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: