RSS

ბავშვობაში მეგონა რომ…

11 Jul

main

როდესაც პატარა ვიყავი და სამყაროს ისე არ აღვიქვამდით როგორც ახლა, მეგონა რომ…

 

  • ბავშვობაში მეგონა რომ რადიოში პატარა ადამიანები ცხოვრობდნენ და ისინი მღეროდნენ. პატარა ოთახში სტაფილოსფერი დივანი, მაგიდა და წინ მიკროფონები ედგათ.o_O
  • ბავშვობაში მეგონა რომ სერიალები ლაივში გადიოდა და როცა ერთ მსახიობს ზედიზედ, მიყოლებით სხვადასხვა სერიალში ვხედავდი,  სულ მიკვირდა თუ როგორ სწრაფად იცვლიდა ტანსაცმელს.
  • ბავშვობაში მეგონა რომ  მშობიარობისას ჭიპი იხსნებოდა და ბავშვი იქიდან ამოჰყავდათ ექიმებს.o_O
  • ბავშვობაში მეგონა რომ ვარსკვლავები გარდაცვლილების სახლი იყო და თითოეულ მათგანზე თითო სული ცხოვრობდა.
  • ბავშვობაში მეგონა რომ  “ტომი და ჯერი” ოდესმე ლოგიკურად დამთავრდებოდა და კატა თაგვს აუცილებლად შეჭამდა. სწორედ ეს იქნებოდა მრავალსერიანი მულტფილმის ფინალი.
  • ბავშვობაში მეგონა რომ თევზი და ბორში ყველაზე საშნელი საჭმელები იყო. (ახლაც ასე მგონია)❗
  • ბავშვობაში მეგონა რომ სიტყვა Lips (ინგ. ტუჩები)  ყველაზე სასაცილო სიტყვა იყო სიტყვათა შორის.
  • ბავშვობაში მეგონა რომ აყვანილი ვიყავი. იმიტომ რომ ჩემს ოჯახში  ყველა შავი იყო, მე კი ერთადერთო თეთრი.
  • ბავშვობაში მეგონა რომ თვალებს თუ მაგრად დავხუჭავდი და უცებ გავახელდი, შუქი მოვიდოდა. (არასდროს არ ამართლებდა )😀
  •  ბავშვობაში მეგონა რომ სანტა კლაუსი / თოვლის პაპა არ არსებობდა ( სწორად მეგონა)😛
  • ბავშვობაში მეგონა რომ თვალებს თუ დავხუჭავდი სხვებიც ვერ დამინახავდნენ.
  • ბავშვობაში მეგონა რომ საიდუმლო აგენტი გამოვიდოდი.
  • ბავშვობაში მეგონა რომ ზღვა დაუსრულებელი იყო და არსად  მთავრდებოდა.
  • ბავშვობაში მეგონა რომ სადღაც მსოფლიოს მეორე ბოლოში ჩემი ორეული ცხოვრობდა და ოდესღაც აუცილებლად შევხვდებოდით.:mrgreen:
  • ბავშვობაში მეგონა რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიზმარი იყო, ერთხელაც გავიღვიძებდი და სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდებოდი.

    და ბოლოს…  ბავშვობაში მეგონა, რომ გავიზრდებოდი ძალიან, ძალიან მაგარი იქნებოდა…🙄:/

  

 
 

One response to “ბავშვობაში მეგონა რომ…

  1. Mystic D

    July 13, 2014 at 12:08 am

    შუქის მოსვლაზე მეც ეგრე ვიყავი :დ
    ჩემი ორეულის არსებობის ახლაც მჯერა და იმედია ოდესმე აუცილებლად შევხვდები🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: