RSS

სინესთეზია – ნიჭი თუ სიგიჟე ? ? ?

26 Mar

  სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კი ყველა თვეს საკუთარი ფერი აქვს და ეს ორი ერთმანეთისგან განუყოფელია.

 არსებობს მრავალი სახის სინესთეზია:

– დამწერლობა + ფერი – ყოველ ასოსთან რომელიმე  ფერი ასოცირება;
– მუსიკა+ ფერი – ყოველ ბგერაზე სხვადასხვა ფერი;
– ციფრული სინესთეზია – ყოველი ციფრი, კვირის დღე, რიცხვი ან თვე იწვევს ფერის ასოციაციას;
– ლექსიკა + გემო –  სინესთეზიის საკმაოდ იშვიათი ტიპი, რომლის დროსაც სიტყვის, კითხვის ან ფიქრისას პირის ღრუში სხვადასხვა გემო ჩნდება;
– პერსონიფიკაცია – ამ ტიპის სინესთეზიისას ასოები, თვეები, კვირის დღეები , ციფრები ასოცირდებიან გარკვეულ თვისებასთან;

Image

  არსებობს სინესთეზიის კიდევ უამრავი ტიპი. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია და ვინ იცის კიდევ რამდენ მათგანს აქვს უჩვეულო აღქმის უნარი.

როგორც ცნობილია სინესთეზია მსოფლიო მოსახლეობ

ის მხოლოდ 4%-ს სჭირს, ბევრი მათგანი ამას მალავს კიდეც რომ საზოგადოებისაგან გარიყული არ აღმოჩნდეს, ან სულაც საკუთარი თავი გიჟი ჰგონია (მეც ყველა გიჟს მეძახდა).

და ბოლოს წარმოგიდგენთ ჩემს თვეებსა და მათთან ასოცირებულ ფერებს :

  • იანვარი – თეთრი.
  • თებერვალი – შინდისფერი.
  • მარტი – გაცრეცილი ყვითელი.
  • აპრილი – ხასხასა ყვითელი.
  • მაისი – ვარდისფერი.
  • ივნისი – მწვანე.
  • ივლისი – ფოსფორისფერი.
  • აგვისტო – სტაფილოსფერი.
  • სექტემბერი – ნაცრისფერი.
  • ოქტომბერი – ღია ყავისფერი.
  • ნოემბერი – ბადრიჯნისფერი.
  • დეკემბერი – თეთრი მოცისფრო წერტილებით.
 
4 Comments

Posted by on March 26, 2013 in საინტერესო

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

4 responses to “სინესთეზია – ნიჭი თუ სიგიჟე ? ? ?

  1. Cava Naugh

    August 30, 2015 at 2:21 am

    მეც სინესთეტი ვარ.ყველაფერს ფერებთან ვაიგივებ.რაც მესმის,რასაც ვკითხულობ.მუსიკასაც. თავიდან ვერავის ვერ ვეუბნებოდი, რაღაც სიგიჟე მეგონა.მერე შემთხვევით BBC-ის გადაცემას ვუყურე წლების წინ.და იქ გავიგე რაც მჭირდა.ასე დაახლოებით 10 წლის წინ. შემდეგ კი თამამად განვაცხადე ჩემი ,,სიგიჟე” და ბევრი ჩემნაირიც აღმოვჩინე :)))

     
  2. darina

    April 11, 2015 at 2:46 pm

    mec mase var vinmes saxels rom gavigeb mashinve fers warmovidgen, megona marto me mwirda ase :)) visac veubnebodi ver migebda, sxvatashoris tveebis saxelebshic vxedav ferebs magram sheni asociaciisgan sruliad gansxvavebulia

     
  3. buzuu

    March 29, 2013 at 4:59 pm

    საინტერესო სიახლეა, ასე გააგრძელეე 🙂 იმედია კიდე ბევრ მსგავს სიახლეს დადეებ

     
    • Joe

      March 29, 2013 at 5:52 pm

      დიდი მადლობა :* აუცილებლად დავდებ🙂

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: